პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელინეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.
მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.
ეიფელის კოშკი ლა დეფანსის ფონზე |
მოსახლეობის 80 % ქრისტიანია, 75 % კათოლიკეა, ამათგან უმეტესობა — ლათინური ყაიდის კათოლიკეა, ზოგიერთი — სომხური და ბიზანტიური ეკლესიების მრევლია. პარიზში 94 კათოლიკური თემია, აქედან 15 მართლმადიდებლური, 21 სინაგოგა (პარიზში 220 000 იუდეველია) და 2 მეჩეთია 50 000 მუსულმანისთვის, (უმეტესობა სუნიტია).
საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები პარიზში მდებარეობს.
პარიზის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი სორბონა 1257 წელს იქნა დაარსებული რობერ დე სორბონის მიერ ღარიბი სტუდენტებისთვის ღვთისმეტყველების სწავლების მიზნით. უნივერსიტეტმა სახელწოდება მხოლოდ XIV საუკუნეში მიიღო და ქალაქსა და სრულიად ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სასწავლებლად იქცა. სორბონის გარშემო ლათინური უბანი დაარსდა, რომლის სახელიც სხვადასხვა სტუდქალაქებმაც გადაიღეს. 1968 წელს რეფორმირების შედეგად პარიზის უნივერსიტეტი 13 დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გაიყო .
პარიზში ასევე მდებარეობს საფრანგეთის ინსტიტუტი (Institut de France), რომელიც 5 აკადემიისგან შედგება; ამათგან ყველაზე ცნობილია საფრანგეთის აკადემია, რომელიც ინსტიტუტის ნაწილი 1803 წელს გახდა. ფრანგული აკადემია ვალენტენ კონრადის მიერ 1629 წელს დაარსებული პარიზის ლიტერატურული წრისგან ჩამოყალიბდა. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აკადემიამ 1635 წელს მიიღო.
ასევე პრესტიჟულ სასწავლებლადაა მიჩნეული კოლეჟ დე ფრანსი. პოლიტექნიკური სკოლა. უმაღლესი ნორლმალური სკოლა. კათოლიკური ინსტიტუტი. სამთო ინსტიტუტი და მართვის ეროვნული ინსტიტუტი.
პარიზის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — მეფე კარლ V-ის მიერ 1368 წელს ლუვრში საკუთარი წინგთსაცავისგან დაარსებული ბიბლიოთეკაა. დაარსებისას ბიბლიოთეკაში მხოლოდ 911 მანუსკრიპტი ინახებოდა, რადგანაც, იმდროის ტრადიციების თანახმად მონარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა საბუთი ნადგურდებოდა. ეს წესილუდოვიკ XI-მ დაარღვია, რომლისგანაც ფონდის გაფართოება დაიწყო. 1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. ამჟამად ბიბლიოთეკა 10 მლნ ბეჭდურ გამოცემას მოითვლის.
ლუვრი |
პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ დე ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, , პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია-დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა. პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა. საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია ”გრანდ ოპერა”, ”კომედი-ფრანსეზი”, ”ტეატრ დელ ესტ პარიზიენი”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”ებერტო”, ”რენესანსი”, ”ჟიმნაზი”, ”პორტ სენ მარტენი”, ”მიშოდიერი”, მატიურენი”, ”კომედი კომარტენი” და სხვა. დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”ფრანგული თეატრი”, ” ხელოვნების დემოკრატიული ფრთა”, ”ტეატრ დე ლა კომიუნი”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი |
პარიზი ღამით |