Total Pageviews

Search This Blog

რომი


რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა დაანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.
რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანსნეაპოლსტურინს,პალერმოსგენუასბოლონიასფლორენციისბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზიბერლინისტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).
რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმია (70-80 ჩვ.წ.აღ), რომელიც ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი იყო რომის იმპერიაში. კოლიზეუმი გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 60 000 ადამიანს იტევდა. ძველი რომის ცნობილი ძეგლებია რომის ფორუმი, დომუს აურეა, პანთეონიტრაიანეს სვეტი, ტრაიანეს ბაზარი, რამდენიმე საკატოკომბო არე, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი, ცესტიუსის პირამიდა და სხვა