ლონდონი. საწყისი დიდი ანგლო-საქსური ცივილიზაციისა, რომელიც დღეს პლანეტას მართავს, - რაკი კაცობრიობას ყველაზე სერიოზული, ძლიერი და შთამბეჭდავი «პროექტი» შესთავაზა სამომავლო განვითარებისა.
მაგრამ თვით ამ ცივილიზაციის საწყისი სიმბოლო, მისი ტრანსცედენტული წერტილი, რომლის გარშემოც გრანდიოზული სამყარო ჩამოყალიბდა 1000 წლის განმავლობაში – აი, ეს ციხე-სიმაგრეა: ლონდონის ტაუერი, რომელიც ინგლისელისთვის ისევე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და საკრალურია, როგორც რუსებისათვის – კრემლი, ან ებრაელისთვის – სოლომონის ტაძრის ნამუსრევი «გოდების კედელი»

ანგლო-საქსური ცივილიზაციას არა მხოლოდ მატერიალური «პრა-სიმბოლო» აქვს საწყისისა, არამედ, რაც ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკრეტული თარიღიც: ქრისტეშობიდან 1066 წელს, ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა (ვილჰელმმა) გადმოლახა სრუტე, დაიპყრო ინგლისი და საკუთარი ძალმოსილების განსამტკიცებლად (აგრეთვე დასადასტურებლად!) ბრძანა, თემზის ნაპირას იმ დროისათვის უძლიერესი სიმაგრის აგება.
სიმაგრეს მაშინ ერთის მხრივ მდინარე ერტყმოდა, ხოლო მეორეს მხრივ – ჯერ კიდევ რომაელთა აგებული მძლავრი კედელი. აქ აიგო პირველი «თეთრი კოშკი». დიახ, სწორედ ასე ეწოდებოდა - white tower. ანგლოსაქსურ სემანტიკაში «თეთრი» ისეთივე ადგილს იკავებს, როგორც რუსებისთვის – წითელი.
სწორედ «თეთრმა კოშკმა» მისცა შემდგომში საკუთარი სახელი მთელს კომპლექსს, რომელიც შიშის ზარს სცემდა ჯერ თვით დაპყრობილ ქვეყანას როგორც მრისხანე სამეფო რეზიდენცია, შემდეგ კი - მსოფლიო იმპერიისა და ცივილიზაციის საწყისად იქცა, ვითარცა ძალაუფლების წყარო, ძალაუფლებისა და ხელისუფლების შემადუღაბებელი ფენომენი.
მასში სიმაღლისაკენ თვისებრივი, გერმანიკული სწრაფვაც გამოიხატა. თითქოსდა რა არის 90 ფუტი (27,5 მეტრი)Empire State Building-თან შედარებით? მაგრამ ეს დღევანდელი თვალთახედვით – იმ დროს კი გრანდიოზულად აღიქმებოდა და White Tower მე-19 საუკუნემდე დომინირებდა ლონდონში - წმინდა პავლეს საკათედრო ტაძართან ერთად.
ტაუერი მე-16 საუკუნემდე სამეფო რეზიდენცია იყო. შემდგომ აიგო ბუკინგემის სასახლე, სხვა სასახლეებიც, მაგრამ ტაუერი იყო, არის და მარად დარჩება ამ მართლაც დიადი ცივილიზაციის პრა-სიმბოლოდ და საწყისად.

ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.